მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-ი ხელოვნური ინტელექტისთვის $100 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

softbank

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, იაპონური საფინანსო ინდუსტრიის გიგანტის, SoftBank Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მასაიოში სონმა სპარსეთის ყურის ინვესტორებისგან $100 მილიარდამდე კაპიტალის მოსაზიდად მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც ირკვევა, სონმა პოტენციური დაფინანსების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ბოლო კვირებში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. მედიის ცნობით, იაპონურმა კონგლომერატმა ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების ახალი ტალღის დასაფინანსებლად გადადგა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოზიდული თანხით იაპონური საინვესტიციო ჰოლდინგი სპეციალური ფონდის დაფუძნებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა სხვადასხვა კომპანიის შესყიდვასა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მათი საქმიანობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.

ცნობისთვის, SoftBank-მა გასულ კვირას ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ში $30 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები