მთავარმა რუსულმა გაზსადენით Nord Stream 1-ით ევროპაში გაზის მიწოდება განახლდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 10-დღიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ Nord Stream 1-ის მუშაობა აღდგა, მაგრამ შესუსტებულად.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს ევროკომისიამ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გაზის მოხმარება მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში 15%-ით შეამცირონ, თუ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთმა ევროპას თავისი ბუნებრივი აირის 40% მიაწოდა.