მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორმა ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - კობახიძე მთავრობის არაღიარების პროექტზე

ირაკლი კობახიძე

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც კობახიძე ამბობს, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.

„ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნება" აპირებს სამართლის კოდექსში ცვლილებას, რითაც ხელისუფლების სისტემური არაღიარება პატიმრობით დაისჯება. ჯერჯერობით კანონპროექტი არ გამოქვეყნებულა, ცვლილების შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ გორდულაძემ პარლამენტში, კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები