„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარება ნორმალური არ არის და პრემიერთან რთულ ვითარებაზე, მათ შორის გამოსავალზეც უნდა ისაუბრონ. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც ბიზნესმენს ჰკითხეს - მიიჩნევს თუ არა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ახალი არჩევნების დანიშვნას და ნორმალურია თუ არა დღეს არსებული ვითარება.
„დღეს გავივლით ყველაფერს... აუცილებლად უნდა ვისაუბროთ... ნორმალური [ვითარება] არ არის... რთულ ვითარებაში ვართ“, - აცხადებს თემურ კოხოძე.