მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგია, ირლანდია და ესპანეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინა

ნორვეგიის, ირლანდიისა და ესპანეთის ხელისუფლებები პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ, რათა ჰორიზონტზე 75-წლიან კონფლიქტის მოგვარების გზა გამოჩნდეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი საშუალებაა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკუთარი გადაწყვეტილება სამი სიტყვით ახსნა, ესენია: მშვიდობა, სამართლიანობა და თანმიმდევრულობა.

ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული მრავალწლიანი კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა გლობალურ გეოპოლიტიკაში, რის გამოც სახელმწიფოებში პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნორვეგიის, ირლანდიისა და ესპანეთის ჩათვლით პალესტინის სახელმწიფოებრიობას 140 ქვეყანა აღიარებს, მათ შორის საქართველო. მეორე მხარეს კი, ისრაელის მოკავშირე სახელმწიფოებს ვხვდებით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, ავსტრალიას და იაპონიას.

ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი, რომელმაც ირლანდიიდან და ნორვეგიიდან ელჩები გამოიწვია. ისრაელის პირველი დიპლომატის განცხადებით, ისრაელი მეგობრულად ვერ განეწყობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები