მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიაში აღმოჩენილი ფოსფატის საბადო ფოსფორის დეფიციტს რამდენიმე ათწლეულის მანძილზე აღმოფხვრის

64afe7723484b
სალომე ხიდურელი
16.07.23 11:00
2176
სამხრეთდასავლეთ ნორვეგიაში აღმოჩენილი ფოსფატის საბადო შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ელექტრომობილების, მზის პანელებისა და სასუქის უზრუნველყოფისთვის, მინიმუმ 50 წლის მანძილზე. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ძვირადღირებული მადანი ჯერ კიდევ 2018 წელს Norge Mining-მა აღმოაჩინა. კომპანიამ გასულ მაისს დაადასტურა, რომ საუბარია, დაახლოებით, 70 მლრდ ტონა ფოსფატზე.

ფოსფატი ფოსფორით მდიდარი მინერალია, რომელიც ეკო-მეგობრული ტექნოლოგიებისა და სასუქის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. აღმოჩენა კი ევროპისთვის გადამწყვეტ პერიოდს დაემთხვა, როცა კონტინენტი მარაგების პრობლემის წინაშე დგას.

რუსეთი ამ ქიმიური ნაერთის ყველაზე დიდ საბადოს ფლობს, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შეფერხებულია. მაროკო, ჩინეთი, ირანი და სირია ასევე ფლობენ ფოსფატის დიდ საბადოებს, თუმცა მიმდინარე ომს მაინც აქვს გავლენა ფოსფორის მოპოვებაზე, რაც სასუქზე ფასების მომატებაში გამოიხატება.

ფოსფატის სასუქი საკვების გლობალურ წარმოებაში ძირითადი კომპონენტია. სკანდინავიაში აღმოჩენილი საბადო კი მსოფლიო მოთხოვნას მინიმუმ 50 წლით დააკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები