ნორვეგიაში წყალდიდობის გამო 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედია იტყობინება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მდინარეების ადიდებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მეტეოროლოგების თქმით, ეს გამოწვეული იყო ამინდის უჩვეულო ცვლილებით.
ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ ნორვეგიაში 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, წყალდიდობის გამო გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, ხოლო სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილებში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.