მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიაში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

64ad49924f79f
გიორგი თოლორდავა
11.07.23 17:00
2934
ნორვეგიაში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ენერგოკომპანია DNO ASA-ს ინფორმაციით, ბუნებრივი რეზერვის სავარაუდო მოცულობა 40-დან 90 მილიონი ბარელის ფარგლებში მერყეობს, რაც ბოლო ათწლეულის უდიდესი აღმოჩენაა.

ევროპის მასშტაბით ნორვეგია ენერგორესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის უმსხვილესი მომმარაგებელია. ნორვეგიის როლი განსაკუთრებით გაიზარდა ევროპის ბაზრიდან რუსეთის განდევნის შემდეგ.

ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საბადოს ათვისება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და ჩრდილოეთის ზღვაში კვლევის პროცესი ისევ უნდა გაგრძელდეს, რადგან არის იმის რეალური შანსი, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი მოცულობის საბადოების აღმოჩენა გახდება შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საბადოს აღმომჩენი კომპანიის, DNO ASA-ს აქციები საფონდო ბირჟაზე 19%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები