ნორვეგიის სუვერენული ფონდი, რომელიც მსოფლიოს ყველა მსხვილ სახელმწიფო ფონდს წარმოადგენს, პოლიტიკის შეცვლას აპირებს. ფონდი ეთიკური მოქმედების ჩარჩოების შეცვლას განიხილავს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ფონდს არ შეუძლია თავდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიების აქციების შესყიდვა. კონკრეტულად, საუბარია მსოფლიოს 14 ყველაზე მსხვილ თავდაცვის სფეროს წარმომადგენელზე, მათ შორის Lockheed Martin-სა და Boeing-ზე. აღნიშნული შეზღუდვა ნორვეგიის პარლამენტმა 2004 წელს დააწესა, რადგან მათთვის ბირთვული იარაღის წარმოებაში მონაწილე კომპანიებში ინვესტიცია ეთიკურად მიუღებელი აღმოჩნდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დამოკიდებულების შეცვლა უკავშირდება მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს, ისევე როგორც აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამრიგად, ღირებულებების გადაფასება პირდაპირ კავშირშია ახლად გაჩენილ უსაფრთხოების გამოწვევებთან.
ნორვეგიის სუვერენული ფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ფონდია, მისი კაპიტალიზაცია $2 ტრილიონს აღწევს.




























