მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნორვეგიული თავდაცვის კომპანია უკრაინაში საწარმოს აშენებას გეგმავს

nasam

ნორვეგიული თავდაცვის კომპანია Kongsberg Defence & Aerospace, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ისთვის ფეთქებად საშუალებებს ამზადებს, უკრაინაში საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა, იერიკ ლაიმ Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ახლა უკრაინაში კომპანიას ვაფუძნებთ. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს უკრაინაში ამ ინდუსტრიასთან, რათა ერთობლივი საწარმო შევქმნათ. პირველი პრიორიტეტი რაკეტების წარმოების გაზრდაა უკრაინაში ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის. საუბარია რაკეტების მასობრივ წარმოებაზე, ასობით ერთეულზე. ვფიქრობთ, რამდენიმე თვე დასჭირდება", - განაცხადა ლაიმ.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, თავდაცვის სისტემების მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს, მათ შორის, ომის დასრულების შემდეგაც, გრძელვადიანად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები