მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჩოგბურთელი ATP-სა და WTA-ს ახალი ბურთების გამო აკრიტიკებს. პროტესტი გასტაო ელიასმა დაიწყო, რომელმაც ATP-ს ფიზიოთერაპევტისთვის ფული მოსთხოვა, რადგან ასპარეზობისას გამუდმებით ახალ ტრავმებს იღებს და მათ ახალ ბურთებს უკავშირებს.
მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის თქმით მაჯის, მხარისა და იდაყვების ტრავმებსა და ბურთებს შორის კავშირი მართლაც არსებობს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს ბურთების ხშირი ცვლა. სერბს მიაჩნია, რომ ჩოგბურთელებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება თუ რა ბურთით შეეძლებათ თამაში.
პროტესტს უერთდებიან ალექსანდრ ზვერევი და დანილ მედვედევი, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი ბურთები უფრო დიდი ზომისაა და ბევრად რბილი, რის გამოც გადათამაშებები უფრო ხანგრძლივი ხდება, რაც ტრავმის მიღების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.