მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NOVO NORDISK-ის აქციები ერთ დღეში 20%-ით დაეცა

#TECHINFORM - Novo Nordisk-ის წარმატების ისტორია;

დანიურ ფარმაკოლოგიურ გიგანტს, Novo Nordisk-ს შავი დღე გაუთენდა. მისი აქციების ღირებულება ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში თითქმის 20%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 130 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ეს კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია და ის კლინიკური კვლევის უახლეს შედეგებს უკავშირდება, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ შექმნილი წონაში კლების ახალი წამლის, CagriSema-ს შედეგები ისეთი არ არის, როგორსაც კომპანიაში ელოდნენ. როგორც ცნობილია, ახალი პრეპარატის ჭარბწონიანმა მომხმარებლებმა კვლევის პერიოდში სხეულის მასის 22.7% დაკარგეს, ნაცვლად პროგნოზირებული 25%-ისა.

მართალია, მოსალოდნელსა და რეალურ შედეგებს შორის სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ CagriSema ახალი თაობის წამალია, რომელიც ბაზარზე ჯერ არ გამოჩენილა და ის უკვე უარეს შედეგს აფიქსირებს, ვიდრე Novo Nordisk-ის მთავარი კონკურენტის, Eli Lilly-ის მიერ შექმნილი Zepbound-ი, რომლის მომხმარებლები 23%-იან კლებას აფიქსირებენ.

ეს შედეგი იმდენად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, რომ ინვესტორებმა Novo Nordisk-ის აქციების პანიკური გაყიდვა დაიწყეს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მათ კომპანიის სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდებათ, რადგან თუ ახალი პრეპარატი Zepbound-ზე ეფექტიანი არ იქნება, მას უბრალოდ არავინ არ იყიდის, ეს კი Novo Nordisk-ის ფინანსურ შედეგებზე პოზიტიურად ნამდვილად არ აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები