მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novo Nordisk-ის წარმატების ისტორია - ერთ წუთში მოყოლილი ამბავი - TECH INFORM

Novo Nordisk

2023 წელს, ევროპულ საფონდო ბირჟებზე ერთი მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა - დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის აქციები ლამის 50%-ით გაძვირდა, რისი დამსახურებითაც მან ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანიის ტიტული მოიპოვა, რომელსაც, ამ დრომდე, ბერნარ არნოს მაღალი მოდის კონგლომერატი - ფრანგული LVMH-ი ფლობდა.

ყველაფერი კი, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როცა დანიური კომპანიის მესვეურებმა სემაგლუტიდის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დადებითი შედეგები გაასაჯაროვეს და თქვეს, რომ ფორმულა, რომელიც მათ ჭარბწონიან პაციენტებში სიმსუქნის სამკურნალოდ შექმნეს, მუშაობს, თანაც ეფექტიანად. მოგვიანებით, კომპანიამ მსოფლიოს ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის რამდენიმე ნებართვა მიიღო და სემაგლუტიდის გაყიდვა ორი ფორმით დაიწყო: Ozempic-ი - დიაბეტის სამკურნალოდ და Wegovy-ი - წონაში დასაკლებად.

Novo Nordisk-ის ბოლო წლების აღმასვლა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ მისი მშობლიური დანია რეცესიასაც კი გადაარჩინა, რომლის წინაშე ლამის მთელი ევროკავშირი აღმოჩნდა.

თუმცა ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ Novo Nordisk-ი გლობალური ფარმაკოლოგიური ბაზრის ლიდერის წოდებას 2016 წლამდეც ინარჩუნებდა. სწორედ Novo Nordisk-მა შექმნა პირველი კომერციული ინსულინი, ჯერ კიდევ შორეულ 1923 წელს, რითაც ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა დიაბეტის მართვის პრაქტიკა და მილიონობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. თუმცა დანიური კომპანია აქ არ გაჩერდა და წლების განმავლობაში ინსულინის რამდენიმე სინთეტიკური ანალოგიც შექმნა, რითაც ერთ დროს ძალიან ძვირად ღირებული ინსულინი ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტად აქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები