მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუ აბრალებთ სხვებს“ - აშშ-ის საელჩო საქართველოში მმართველ პარტიას მიმართავს

აშშ საელჩო
03.12.24 16:29
2246

„ნუ აბრალებთ სხვებს“ - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მმართველ პარტიას Facebook-ის გვერდზე მიმართავს და წერს: "„ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან".

2 დეკემბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა პოსტი: ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 28 ნოემბერი: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი." - ყველაფერი გასაგებია - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები