მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ დაუპირისპირდებიან საქართველოს თავისუფალ და ევროპულ მომავალს" - WEG-ის მიმართვა პარლამენტს

WEG

"მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ დაუპირისპირდებიან საქართველოს თავისუფალ და ევროპულ მომავალს", - ამის შესახებ განცხადებას ანალიტიკური ცენტრი “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მოსახლეობის მძლავრი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას.

ვხედავთ რა, რომ:


1. კანონის მიღება აჩერებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანას აკარგვინებს სტრატეგიულ მოკავშირეებს, ევროკავშირის წევრობის, უვიზო მიმოსვლის, ეკონომიკური დახმარების და თავისუფალი ვაჭრობის, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. კანონის მიღებით გამოხატული ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ანტიკონსტიტუციურია.

2. კანონი ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სამოქალაქო სექტორის დათრგუნვას. აუქმებს სამოქალაქო კონტროლის შესაძლებლობას, გზას უხსნის ხელისუფლების უკონტროლობას და ავტორიტარულ მმართველობას.

3. კანონი ახდენს აქტიურ მოქალაქეთა სტიგმატიზებას, ნერგავს სიძულვილს, ზრდის პოლარიზაციას და ასუსტებს საზოგადოებას. გვიკლავს თავისუფალი, ღირსეული და შეძლებული მომავლის პერსპექტივებს.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ნუ დაუპირისპირდებიან საქართველოს თავისუფალ და ევროპულ მომავალს. გაიწვიონ კანონი, ნუ გახდებიან ტოტალიტარიზმის დამყარების მონაწილეები.
ვაცხადებთ, რომ კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები