მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა, კომიტეტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა - ზარქუა

ზარქუა

ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელიც ერთ წუთში ჩატარებული იურიდიული კომიტეტის სხდომას ესწრებოდა და კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

„ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ საკომიტეტო მოსმენა გვქონდა, სადაც ოპოზიცია კვლაც არ შემოვიდა. კეკლუცობდნენ, რაღაც სხვა თემებზე იყვნენ. შესაბამისად, მივიღეთ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა“, - მიმართა მან „TV პირველის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ერთ წუთში მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები