მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia-მ ტაივანურ TSMC-ს დამატებით 300,000 H20 ჩიპი შეუკვეთა - რა გახდა მიზეზი?

ჩინეთი
BM. GE
29.07.25 21:00
1124

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერმა, Nvidia-მ ტაივანურ TSMC-ს H20 ტიპის 300,000 ჩიპი შეუკვეთა. გადაწყვეტილების მიზეზი ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნაა. აქამდე ჩინურ კომპანიებს Nvidia-სთვის H20 ჩიპზე მომუშავე 700,000-მდე გრაფიკული პროცესორი ჰქონდათ შეკვეთილი.

თავად H20 ჩინურ ბაზარზე გათვლილი ჩიპია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნა. მისი შესაძლებლობები H100-ისა და Blackwell-ის სიმძლავრეს გაცილებით ჩამოუვარდება.

Nvidia-მ 2024 წელს ჩინურ ბაზარზე 1 მილიონი H20 ჩიპი გაყიდა, თუმცა 2025 წლის აპრილში, ტრამპის მიერ დადებული შეზღუდვის გამო პროცესი გაჩერდა. მას შემდეგ კომპანია ამერიკული რეგულატორებისგან ლიცენზიას ელის. როგორც ჩანს, Nvidia-ში ნებართვის მიღებაში დარწმუნებულები არიან და TSMC-ს ასიათასობით ჩიპის დამზადებასაც სწორედ ამიტომ უკვეთენ.

ჩინური მოთხოვნის გაზრდას და ამერიკული რეგულატორებისგან ნებართვის მიღების ალბათობას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გრაფიკული პროცესორების ჩინეთში გაყიდვაზე დადებულმა შეზღუდვამ წარმოების ჯაჭვის გაწყვეტა გამოიწვია. ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი მოთხოვნის დაკმაყოფილებას 9 თვემდე დრო დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები