მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს აქციების გაყიდვის გამო SoftBank-ის შეფასება 10%-ით დაეცა

softbank

უმსხვილესი იაპონური საინვესტიციო ჰოლდინგის, SoftBank-ის მიერ NVIDIA-ს აქციების სრულად გაყიდვის სიახლე ინვესტორებმა განსაკუთრებით ნეგატიურად მიიღეს.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში SoftBank-ის შეფასება თითქმის 10%-ით, $200 მილიარდამდე დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს SoftBank-ის ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ.

საერთო ჯამში, მასაიოში სონის კომპანიამ ბირჟაზე გასაყიდად 32 მილიონი აქცია გამოიტანა, რომელთა სანაცვლოდ SoftBank-მა 5.8 მილიარდი დოლარი მიიღო.

SoftBank-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, NVIDIA-ს აქციების გაყიდვის მიზანი ნაღდი ფულის მობილიზებაა, რომელიც ჰოლდინგს მეოთხე კვარტალში $30 მილიარდის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად სჭირდება.

როგორც SoftBank-ში აღნიშნავენ, პოზიციის დახურვის მიუხედავად, საინვესტიციო ჰოლდინგი NVIDIA-ს მიმართ პოზიტიურ პროგნოზს ინარჩუნებს და ფიქრობს, რომ ამერიკულ გიგანტს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები