აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NVIDIA-ს მისი ახალი ჩიპების უცხო ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში გაყიდვა აუკრძალა. მისი თქმით, ახალი Blackwell-ის ტიპის ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომა მხოლოდ ამერიკელებს უნდა ჰქონდეთ და იგი “სხვა ხალხის” ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.
NVIDIA, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაში მსოფლიოში უკონკურენტოა, პროდუქტის საზღვარგარეთ გატანისთვის აშშ-ის მთავრობისაგან ლიცენზიას საჭიროებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა თუ ვინ იგულისხმა “სხვა ხალხში”, ასევე არ ისაუბრა მის გეგმებზე ამერიკულ ექსპორტზე დასაწესებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით.



























