მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს კაპიტალიზაცია რეკორდულ $1.23 ტრილიონამდე გაიზარდა

Nvidia

კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მიმდინარე წელს Nvidia-ს აქციების ღირებულება 245%-ითაა გაზრდილი, 5-წლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი კი 1,100%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის Nvidia-ს საუკეთესო შედეგები აქვს.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრის გარდა, Nvidia თავადაც მუშაობს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და Cloud-გეიმინგის განვითარებაზე.

ცხადია, Nvidia-ს პორტფელი მხოლოდ AI-მოწყობილობებს არ მოიცავს. კომპანია გეიმინგ ინდუსტრიის ლიდერიცაა, მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს და ნახევარგამტარებს სწორედ Nvidia აწარმოებს. Nvidia-ს პროდუქტები ფაქტობრივად ყველა სეგმენტს ერგება, მისი ჩიპები გვხვდება როგორც ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმ კლასის კომპიუტერულ მოწყობილობებში.

Nvidia კალიფორნიაში 1993 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 26,000 თანამშრომელს ასაქმებს. ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს, პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში კი ის ამჟამად მეექვსე ადგილზეა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები