მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს კაპიტალიზაციამ რეკორდულ $3 ტრილიონს გადააჭარბა

nvidiaa

ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ დღეს მორიგი რეკორდი დაამყარა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონი დოლარი გახდა.

საბაზრო შეფასებით ის უკვე უსწრებს Apple-ს, Google-ს, Amazon-სა და Meta-ს. ამ მაჩვენებლით Nvidia პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა და ერთწლიან პერიოდში მისი აქციების ზრდის მაჩვენებელი 210%-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები