ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ დღეს მორიგი რეკორდი დაამყარა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი გახდა.
საბაზრო შეფასებით ის უკვე უსწრებს Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Meta-ს. ამ მაჩვენებლით Nvidia პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა და ერთწლიან პერიოდში მისი აქციების ზრდის მაჩვენებელი 220%-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ Nvidia აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.