სომხეთში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრი მოეწყობა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $8.5 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰაკობ არშაკიანმა LinkedIn-ზე დაწერა.
“ეს პროგრამა იმ პრიორიტეტს ეფუძნება, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და NVIDIA-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, იენსენ ჰუანგმა შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც 2023 წლის აპრილში, ერევანში გაიმართა”, - წერს ჰაკობ არშაკიანი და დასძენს, რომ ეს შემთხვევა ამ ტიპის დაწესებულების შექმნის პირველი პრეცედენტია რეგიონში.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დასძენს, რომ ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრის მოწყობისთვის საჭირო ხარჯების ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერის იდეა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოიწონა, სწორედ მან წამოაყენა და მალე, მას პარლამენტიც კენჭს უყრის.
შეგახსენებთ, რომ NVIDIA კომპიუტერული პროცესორების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.189 ტრილიონს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-6 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში. ამასთან, სწორედ NVIDIA წარმოადგენს მთავარ ძალას ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, რადგან ამ ტექნოლოგიას, მოგეხსენებათ, წარმოუდგენელი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება, რომელსაც, სწორედაც რომ NVIDIA-ს და მსგავსი კომპანიების მიერ შექმნილი AI-პროცესორები ქმნიან.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.