მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nvidia-ს კონკურენტი გამოუჩნდა - Qualcomm-ი AI ჩიპების წარმოებას იწყებს

Qualcomm

ტელეფონების ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Qualcomm-მა დააანონსა, რომ 2026-2027 წლებში ხელოვნური ინტელექტის ისეთ ჩიპებს გამოუშვებს, რომლებიც არა ტელეფონების, არამედ დატა ცენტრებისთვის იქნება განკუთვნილი. გავრცელებული ინფორმაციით, AI200, რომლის დებიუტიც მომავალ წელს შედგება, 768 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით იქნება აღჭურვილი და კონკურენციას პირდაპირ Nvidia-ს მიერ შექმნილ ჩიპებს გაუწევს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, AI200-ისა და მისი შემდგომი მოდელის სამიზნე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციები, ფართო ენობრივი მოდულები და ჩეთბოტები იქნება. შესაბამისად, მისით დაინტერესება შეიძლება გამოიჩინოს ისეთმა მსხვილმა მოთამაშემ, როგორიც OpenAI-ია. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ დატა ცენტრის აგების შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის მიერ მხარდაჭერილ სტარტაპ Humain-თან უკვე გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში, 2026 წელს სტარტაპი Qualcomm-ისთვის სპეციალურ დატა ცენტრს ააშენებს და მისი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Qualcomm მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონებისა და ავტომობილებისთვის ქმნიდა ჩიპებს. ბოლო პერიოდში კი ის Galaxy XR-ის სათვალეშიც ვიხილეთ, თუმცა დატა ცენტრების ინდუსტრიაში კომპანიის გამოჩენა ინვესტორებისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. შედეგად, Qualcoom-ის აქციების ფასი ერთბაშად 11%-ით გაიზარდა. ამჟამად, ჩიპების მწარმოებლის ერთი აქციის ფასი $187.68 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები