მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NVIDIA-სთან კონკურენციის მიზნით, Huawei საკუთარი AI-ჩიპების წარმოებას იწყებს

huawei

ამერიკულ NVIDIA-სთან კონკურენციის გაწევის მიზნით, უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei საკუთარი AI-ჩიპების წარმოებას იწყებს.

როგორც ცნობილია, ჩინური Ascend AI-სერია პირდაპირ დაუპირისპირდება NVIDIA H-სერიას, რომელიც ამჟამად ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია.

Huawei-ის განცხადებით, Ascend 950PR მოდელი ბაზარზე 2026 წლის დასაწყისში გამოჩნდება, Ascend 960-ს 2027 წელს ვიხილავთ, ხოლო 2028 წლის ბოლოს კომპანია 970-სერიის გამოშვებას დაიწყებს.

ტექნიკურ სიმძლავრეებზე და შესაძლებლობებზე საუბარი, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ Ascend AI-სერიის პროცესორები უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი იქნება, ვიდრე NVIDIA-ს მიერ შექმნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები