მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ობერონ რაპიდი – კონტაქტურ-სისტემური აკარიციდი მცენარის ტკიპებისგან დასაცავად

აგროსფერო
04.11.24 13:49
496

მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის BAYER-ის პრეპარატი ობერონ რაპიდი ახალი თაობის ინსექტო-აკარიციდს წარმოადგენს. ის ორ მოქმედ ნივთიერებას – სპირომეზიფენსა და აბამექტინს შეიცავს. სპირომეზიფენი ახდენს ლიპიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებას, ხოლო აბამექტინი ააქტიურებს გამა ამინოცხიმოვანი მჟავების გამოთავისუფლებას და თრგუნავს ნერვული იმპულსის გადაცემას. მოქმედების განსხვავებული მექანიზმის დამსახურებით, ობერონ რაპიდი არა მხოლოდ ებრძვის მავნებლებს, არამედ გამორიცხავს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას პრეპარატის მიმართაც.

ობერონ რაპიდი ტკიპებისა და ფრთათეთრების წინააღმდეგ გამოიყენება და ეფექტურია მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. პრეპარატს გააჩნია ძლიერი „ნოკდაუნ ეფექტი“, რაც დამუშავებიდან პირველ საათებშივე შესამჩნევია. რაც მთავარია, მისი ბიოლოგიური ეფექტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება.

როგორ გამოვიყენოთ ობერონ რაპიდი?

სპეციალისტების რეკომენდაციით, ობერონ რაპიდის გამოყენება უმჯობესია +15°C-დან +35°C- მდე ტემპერატურის პირობებში, თუმცა მისი გამოყენებით მცენარის დამუშავების დაწყება შესაძლებელია +10°C-დანაც.

პრეპარატით ხეხილოვანი კულტურები ყვავილობის შემდგომ უნდა დამუშავდეს, მავნებლის მასობრივი გამოჩენისას. თუკი მისი ხელახლა გამოყენების საჭიროება გაჩნდა, სასურველია, დაიცვათ 30-40 დღიანი ინტერვალი. დახურულ გრუნტში ბოსტნეულის შემთხვევაში, ობერონ რაპიდი შეგიძლიათ მავნებლების გამოჩენისთანავე გამოიყენოთ, ინტერვალი კი ამ შემთხვევაში 14-30 დღე უნდა იყოს.

დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგროკონსულტანტებს შემდეგ ნომერზე: +995 322 500 900.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები