მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ობლიგაციების გამოშვების შემდეგ “თეგეტას” სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი ბონდებზე მოდის - მანანა ხინაშვილი

თეგეტა

“თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კაპიტალის ბაზარზე კომპანიის გააქტიურებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემდეგ, “თეგეტას” სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი - 80% ბონდებზე მოდის. ამის შესახებ მანანა ხინაშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ობლიგაციების ბაზარზე გააქტიურების შესაძლებლობებსა და ფინანსურ რესურსების მოზიდვის დივერსიფიკაციას შეეხებოდა.

“სანამ კაპიტალის ბაზარზე გავაქტიურდებოდით, ჩვენი სასესხო ვალდებულებებიც მეტწილად საბანკო პროდუქტებით მოზიდული სახსრები იყო, თუმცა ობლიგაციების გამოშვების შემდეგ სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი - 80%-მდე სწორედ ბონდებზე მოდის. უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვანე ობლიგაციების განთავსების გარდა, რომელიც ADB-სთან ერთად გამოვუშვით, ყველა ემისია მიზნობრიობის შესაბამისად სასესხო ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდა”, - ამბობს მანანა ხინაშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს რა მოცულობის სესხი გადაიფარა ობლიგაციებიდან მოზიდული თანხით.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა“ ობლიგაციების ბაზარზე 2019 წელს გააქტიურდა. 2022 წელს კი უკვე ლარის ყველაზე დიდი 150 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები წარმატებით გამოუშვა. ამის შემდეგ იყო 2023 წელს რამდენიმე გამორჩეული ემისია, მათ შორისაა ADB-ის მხარდაჭერით პირველი მწვანე ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში. ჰოლდინგმა 2023 წელი 7 ტრანზაქციით და 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორით ჩახურა. 2024 წლის თითქმის 8 თვის მონაცემებით კი დამატებით 6 ემისია განახორციელა. 2023 წლიდან აგვისტოს ჩათვლით ჯამში 13 ემისიით კომპანიამ 375 მლნ ლარის ინვესტიცია მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები