მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ო’ბრაიენს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზაობა დავუდასტურე, მთავარია მეორე მხრიდანაც მივიღოთ სამართლიანი დამოკიდებულება - პრემიერი

სს

ო’ბრაიანს დავუდასტურე მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მთავარია მეორე მხრიდანაც მივიღოთ სამართლიანი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„იმედის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რამ გამოიწვია ო’ბრაიანს შერბილებული რიტორიკა? პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. მათ შორის საუბარი იყო იმ პროცესებზე რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარიმართა, გასული 3 წლის მანძილზე. ყველაფერი განვუმარტეთ ბატონ ო’ბრაიენთან.

დავადასტურე სურვილი და მზაობა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი, მთავარია მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება - სამართლიანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების გზაზე.

ასევე გვქონდა საუბარი კინოზე "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ". ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ რაიმე შენიშვნები იქნება მზად ვართ დისკუსიებისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც დავუდასტურე.

მგონია რომ ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის იმ ყველაფერთან დაკავშირებით რაც ჩვენი ქვეყნის გარემო ხდება. ჩვენ გვაქვს მზაობა ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის რაც დავუდასტურე ო’ბრაიენსაც“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო’ბრაიენი იმყოფება, რომელმაც შეხვედრა გამართა მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები