მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

„ოცნება“ ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერს კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში დაწევს

ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში არჩევნების ფორმას და წესს შეცცვლის - აღნიშნულის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომელიც მიხედვით, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ სტატუსის ვერ/არ მიღების შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერის დაწევა მმართველი პარტიის ნების შემთხვევაში მოხდება.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები