მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს.




























