აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Twitter-ის მეშვეობით სპეციალური განცხადებით ეხმაურება. კომისია აცხადებს, რომ ისინი ახლოდან დააკვირდებიან “ქართული ოცნების” მიერ აგენტების კანონპროექტების გაწვევის პროცესს. ამასთანავე, კომისია მიუთითებს, რომ ქართველი საზოგადოება არ იქნება პასიური დამკვირვებლის როლში დემოკრატიის ჩამოშლისა და ევროატლანტიკურ კურსზე უარის თქმისას.
“საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის მსგავს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვისთვის, რომელიც მხოლოდ თავად გამოიწვია. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავინახოთ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად ოფიციალურად გაუქმებულია და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდებიან.
"ქართული ოცნებისთვის" ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერ ჩამოშლასა და მათი ევროატლანტიკური არჩევანის დათმობაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტად განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად,”- ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.