მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოდა“: აშშ ჩვენი ღვინოებისთვის ყველაზე დიდი და ღირებული ბაზარია

630decad51079
ალა ისპირიანი
30.08.22 23:20
586
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე საუბარი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა, სტრატეგიულ ბაზრად კი აშშ-ს განიხილავენ. მიმდინარე წლის ბოლო შვიდ თვეში, ამერიკაში ქართული ღვინის 27.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა და სამიზნე მაჩვენებელია, რომ 2025 წლისთვის აღნიშნულ ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.

საოჯახო მარან „ოდაში“ მიაჩნიათ, რომ ქართული ღვინის აშშ-სა და ევროპაში გატანის მიზნით აუცილებელია ქვეყანაში ნატურალური ღვინის წარმოება გაიზარდოს.

როგორც მარნის დამფუძნებელი ქეთო ნინიძე Bm.ge-სთან ამბობს, საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ნატურად ღვინოებზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს.

„ორგანული ვენახებიდან ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებთ. ასეთ ღვინოებზე მსოფლიოში მოთხოვნა მზარდია. ამასთან ახალი თაობა უფრო პასუხისმგებლიანი და მგრძნობიარეა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ და შესაბამისად ნატურალურ ღვინოებს თავისი თაყვანისმცემლები გაუჩნდა. საქართველოდან ამერიკაში საექსპორტო ღვინოებს შორის ყველაზე დიდი წილი მცირე მარნების ნატურალურ ღვინოებს უჭირავს. ამერიკა ჩვენი ნატურალური ღვინოებისთვის ყველაზე დიდი და ყველაზე ღირებული ბაზარია“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებს, მისი თქმით, ღვინის რეალიზაციის 90% საექსპორტო ბაზრებზე მოდის.

„მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდებას ვერ ავუდივართ. პატარა მარნების ღვინოებზე, რომლებიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ, მოთხოვნა ძალიან დიდია. მაგალითად ჩვენ გაგვაქვს: ამერიკის 15 შტატში, კანადაში, შვედეთში, დანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, იაპონიაში, ავსტრალიაში და წელს დიდი ალბათობით კორეა და ჩინეთი დაგვემატება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზრებს, მხოლოდ იმ ბარებსა და რესტორნებში შეგვაქვს, რომელიც მხოლოდ ნატურალურ ღვინოზე არიან კონცენტრირებული. 90% საექსპორტო, ხოლო 10% ადგილობრივ ბაზარზე გაგვაქვს“, - აცხადებს „ოდას“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ღვინის წლიურ წარმებას, ის ამბობს, რომ 700 ბოთლამდე აწარმოებენ, თუმცა მომავალი წლიდან მარანი რეალიზაციის ზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები