რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის მიზეზით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) დაუზუსტებელი ფიზიკური პირი 4.7 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
დეპარტამენტის განცხადებით, ეს პირი, საინვესტიციო კომპანია King Holdings LLC-ის მეშვეობით, ახორციელებდა ოპერაციებს სანქცირებული პირის კუთვნილ უძრავ ქონებაზე. კერძოდ, მან იპოთეკით დატვირთა, ბაზარზე გაიტანა და გაყიდა სანქციების სიაში შეყვანილი რუსი ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ჯარიმა დაწესდა როგორც სანქციების დარღვევისთვის, ასევე OFAC-ის მიერ გამოცემული ოფიციალური ბრძანების შეუსრულებლობის გამო. დეპარტამენტი დაჯარიმებული პირის ვინაობას არ ასაჯაროებს.




























