მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოხანაშვილმა სამადაშვილი და ბოკუჩავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გააძევა

ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა განახლდა. პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირება მას შემდეგ შეწყდა, რაც სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

განახლებული სხდომიდან კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევა.

შესაბამისი განცხადება მან, კომიტეტის სხდომის სხდომაზე გააკეთა, რომელიც მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

„რეგლამენტის სრული დაცვით სალომე სამადაშვილი გაძევებულია და გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან... ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან, არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, მიკროფონის ჩემი თანხმობის გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატი გააფრთხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები