Kettari Foundation-ის მიერ დაფინანსებული ფილმის გადაღება ოკუპაციაზე დასრულდა. ფილმი გარდა იმისა, რომ აქტუალურ თემას - ოკუპაციას ეხება, ინოვაციური გადაღების ხერხით- ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული.
BM.GE- ს „საქმიანი დილის“ ეთერში, ფონდის განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ, ფილმის შერჩევის მიზეზებსა და მის მონეტიზაციაზე ისაუბრა: „ორი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თუ რატომ დაგვაინტერესა ამ პროექტმა: „ერთი მხრივ, ეს არის ფანტასტიური ისტორია, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს და მეორე მხრივ, ეს არის გარკვეულ წილად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებაც, რომელიც საინტერესოა, მოულოდნელია და რთულია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ კინოინდუსტრიაზე და შევეცდებით, რომ გარკვეული ინვესტიციები გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ძირითდად“, - განაცხადა საინვესტიციო ფონდი “კეტარის” განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ.
ფილმს, რომელიც ფონდი Kettari-ის მხარდაჭერით შეიქმნა, ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, ხოლო უკრაინელი ოპერატორი ჰყავს. რეჟისორის სურვილი იყო დეტალურად აღეწერა, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას მშვიდობიან მოქალაქეებზე:
„კეტარი ძალიან კარგ პრეცედენტს ქმნის- ჩვენი ფილმი არის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ფონდმა დააფინანსა. რა თქმა უნდა, ამ ფილმის ნებისმიერ წარმატებას ეფექტი ექნება კეტარის სხვა პროექტებზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს მოხდება საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ტრაგიკული და ასევე უნიკალური ისტორია, რომელიც ეხება დათა ვანიშვილს, რომლის რეალობაც მხოლოდ ერთმა მავთულხართიანმა ხაზმა შეცვალა“, - თქვა ფილმის რეჟისორმა დათი ჯაფარიძემ.
NS




























