მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში KETTARI-ს სამუშაო სივრცე გაიხსნება

63eb4d42c3ec0
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 16:10
810
საინვესტიციო ფონდი KETTARI-ს განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის თქმით, საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე შენდება, აპრილის პირველ რიცხვებში გაიხსნება.

მისივე თქმით, აღნიშნულ სივრცეში სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, ეკონომიურად იმუშაონ და გამოიყენონ სივრცე განვითარებისთვის.

„გვექნება საერთო სამუშაო სივრცე, ჩვენ ამ ადგილს განვიხილავთ, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმას, სადაც ადამიანები მოვლენ, კოლაბორაციაში შევლენ ერთმანეთთან. ჩვენც დავაკვირდებით სტარტაპებს, ვნახავთ ვის რა შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, ისინიც ნახავენ რა შესაძლებლობები აქვს KETTARI-ს. აქვე გადავიტანთ ჩვენს პოდკასტების მიმართულებასაც. გვინდა, რომ აქ სულ „მოძრაობა“ იყოს“, - აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

ცნობისთვის, KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყანაში და ოთხ კონტინენტზე ოპერირებს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც გვარჯალაძე ამბობს, საქართველოში უკვე შეინიშნება კრეატიული ინდუსტრიის გააქტიურება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ყველა ხვდება, ვისთანაც გვიწევს კომუნიკაცია, რომ კრეატიული ინდუსტრია ძალიან მძლავრი პოტენციალის მქონე ინდუსტრიაა. ამ ქვეყანას სჭირდება გარკვეული ახალი მიმართულებები. რეგიონსა და მსოფლიოში ახალი გამოწვევებია და ამას ახალი გამოცდილებით და ცოდნით უნდა შევხვდეთ. ჩვენ სწორედ ამის ადვოკატირებას ვახდენთ და ვხედავთ რეაქციასაც. დააკვირდით, რამდენი ახალი კურსი და სასწავლო დანიშნულების ორგანიზაცია შეიქმნა და როგორი მოთხოვნაა“, - აღნიშნა KETTARI-ს განვითარების დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები