შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის, AD BLACK SEA 2023-ის მეშვიდე სეზონი გაიმართა. რეგიონის მთავარი მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში, 3-დღიანი პროგრამით დაბრუნდა. რეკლამის სამდღიანი დღესასწაული აერთიანებს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. წლევანდელი ფესტივალი, უკვე ჩატარებულ ფესტივალებს შორის, რეკორდულია სტუმრების სიმრავლით, ბათუმმა, ფესტივალზე 1200-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა.
Kettari Foundation წელსაც ფესტივალის Ad Black Sea - International Festival of Creativity პარტნიორი იყო. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, მათთვის ტრადიციად ჩამოყალიბდა ამ ფესტივალში მონაწილეობა და უკვე მეორე წელია ფონდი ფესტივალზე აქტიურადაა ჩართული.
“ვინაიდან, კომპანიის მიზანია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ჩვენთვის ტრადიციად ჩამოყალიბდა ამ ფესტივალში აქტიური მონაწილეობა. კიდევ უფრო ახალგაზრდავდება სარეკლამო სფერო და ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად იცვლება თემებიც. ჩვენ დღეს კიდევ უფრო მეტს ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ეხება ციფრულ მარკეტინგს, ციფრულ რეკლამას, შესაბამისად, ჩვენც გარკვეულ მიმართულებებს მუდმივად ვცვლით და ასეთი ღონისძიებები გვეხმარება, ვიცოდეთ როგორი ვითარებაა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე. ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ გამორჩეული, ამიტომ Kettari Foundation AD BLACK SEA-ს სცენას უკვე მეორე წელია საინტერესო სპიკერებით ანებივრებს. გასულ წელს ჩვენი ფონდის მიერ მოწვეული სტუმარი, Metaverse- ის კრეატიული სააგენტოს პარტნიორი, ადამ ნოვაკოვსკი იყო. წელს კი ფესტივალის მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესო სპიკერი შტეფან შულცი შეირჩა, რომელიც ConvertMedia-ს აღმასრულებელი დირექტორია, ამასთან ის არის ნოვატორი მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც ტექნოლოგიას იყენებს არტისტების პოტენციალისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. მისი კარიერა 20 წელზე მეტს ითვლის”, - აღნიშნა Kettari Foundation- ის განვითარების დირექტორმა სერგი გვარჯალაძემ.
ცნობისთვის, KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყანაში და ოთხ კონტინენტზე ოპერირებს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც გვარჯალაძე ამბობს, საქართველოში უკვე შეინიშნება კრეატიული ინდუსტრიის გააქტიურება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.