მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, შესაძლოა, სავაჭრო მისიები გაიხსნას

აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეული კომპანია "მანგენბონის" წარმომადგენლები ჩავიდნენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მათ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი შეხვდა.

კორპორაცია სპეციალიზებულია საკვები და არასასურსათო პროდუქტებით ვაჭრობაში, IT ტექნოლოგიებში, მედიცინის, ზღვის პროდუქტების გადამუშავებისა და ნაქსოვი ტანსაცმლის წარმოებაში.

მედიის ინფორმაციით, ე.წ. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დელეგაციამ მრეწველობის, საბანკო, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე სოხუმსა და ფხენიანში სავაჭრო მისიების გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზური მხარის ინტერესი საერთაშორისო საქმიანი კონტაქტების გაფართოებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები