მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს რუსეთი დაფინანსებას უმცირებს

პუტინი

2025 წელს, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთისგან შემცირებულ დახმარებას მიიღებს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. რუსეთის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თუ 2024 წელს, აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება 12.5 მილიარდი რუბლი იყო, მომავალ წელს ის 800 მილიონი რუბლით ნაკლები იქნება.

მედიის ინფორმაციით, საბიუჯეტო ინვესტიციები სამხრეთ ოსეთში მომავალ წელს 1,1 მილიარდი რუბლი დაჯდება, აფხაზეთში კი 1,3 მილიარდი რუბლი.

ცნობისთვის, რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსების ნაწილი შეუწყვიტა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები