მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

აფხაზეთის პარლამენტი
გიგა ბენია
15.02.25 09:52
752

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. საარჩევნო უბნები თბილისის დროით, 09:00 საათზე გაიხსნა.

დე ფაქტო პრეზიდენტობა ხუთ კანდიდატს: ბადრა გუნბას, ადგურ არძინბას, რობერტ არშბას, ოლეგ ბარციცსა და ადგურ ხურხუმალს სურს.

ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული ის იქნება, ვინც ხმების 50%+1-ს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან არჩევნებზე დამკვირვებლები არ დაუშვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები