რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა.
18:00 საათის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობა 55% იყო.
ე.წ. ცესკო-ს ინფორმაციით, პირველადი შედეგები 16 თებერვალს გამოქვეყნდება.
დე ფაქტო პრეზიდენტობა სურს ხუთ კანდიდატს: ბადრა გუნბას, ადგურ არძინბას, რობერტ არშბას, ოლეგ ბარციცსა და ადგურ ხურხუმალს.