მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ ცხინვალში დაარსებული ბანკი ევროკავშირმა დაასანქცირა

649abc76702c1
გიგა ბენია
27.06.23 14:55
562
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ბანკებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მომუშავე სუბიექტებსაც შეეხო.

დოკუმენტში აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რომელი ბანკები დასანქცირდა, თუმცა როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, საქმე ეხება 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკს“.

სანქციების ახალ პაკეტში აღნიშნულია, რომ MRB ბანკმა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში გახსნა, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბანკმა რეგიონში ბანკომატები გახსნა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი“ 2015 წელს გაიხსნა. ბანკმა“ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები