მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზა უკიდურესად შემაშფოთებელია” - EU-ის ელჩი საქართველოში

EU-ის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნა უკიდურესად შემაშფოთებელია.

საქმე ის არის, რომ რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიას დაუდასტურა.

“ცხადია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზას ოკუპირებულ რეგიონში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ეს არის რუსეთის მიერ 2008 წლის შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევა”, - აცხადებს ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები