მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით დაკმაყოფილებისთვის ცვლილებები ამოქმედდა

ბაზარი

ელექტროენერგიის ბაზრის 2006 წელს ამოქმედებულ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, საიდანაც ნაწილი, მხოლოდ 2024 წლის თებერვალში იმოქმედებს. მიზანი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაბალანსებაა.

უფრო კონკრეტულად, დადგენილებით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული სრული მოცულობის (ანაზღაურების გარეშე) ელექტროენერგიის მიმღებად და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმწოდებლად მიჩნეულ იქნეს შპს „ენგურჰესი“.

2024 წლის თებერვლის თვეში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

  • რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის თებერვლის თვეში ხელშეკრულების გარეშე შემოდინებული ელექტროენერგია;
  • რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 220 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „სალხინოსა“ ან/და 110 კვ. ელექტროგადამცემ ხაზ „ნაკადულზე“, 2024 წლის თებერვლის თვეში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული და ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ შესყიდული ელექტროენერგია;
  • განსაზღვრული მოცულობის ზემოთ დარჩენილი რაოდენობის დაფარვა ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურების მიერ 2024 წლის თებერვლის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიით.