ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები საცხოვრებლის შეძენას იპოთეკით შეძლებენ. ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის საბინაო კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
საბინაო კოდექსის პროექტი მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის საცხოვრებლის შესაძენად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით დაკრედიტების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ საცხოვრებელი ფართის შეძენა არ შეუძლიათ, პროექტი არაკომერციულ გაქირავებას ითვალისწინებს.
უცნობია საცხოვრებელი სახლის ყიდვას იპოთეკით ქართველები შეძლებენ თუ არა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ე.წ. ბინადრობის მოწმობა აქვთ, რომლითაც მათ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ. ამასთან, აფხაზეთის ქალაქებში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ფართს ისინი საკუთარ სახელზე ვერ იფორმებენ.