ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის მცხოვრებლები გუშინ "ახალი ათონის" ე.წ. სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მოქალაქეებმა გალავნის რამდენიმე მონაკვეთი დაშალეს და აგარაკს ალყა შემოარტყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ აგარაკ "ახალი ათონის" უცნობ კერძო პირზე მიყიდვას ხელს შეუშლიდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. აგარაკების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის, ბესლან კვიწინიას განცხადებით, კერძო ინვესტორზე "ახალი ათონის" მიყიდვაზე გავრცელებული ინფორმაცია, მცდარია.
"ობიექტი აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკის ადმინისტრაციის იურისდიქციაშია და რეალიზაცია ან გადაცემა არ იგეგმება", - განაცხადა ბესლან კვიწინიამ.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით ე.წ. ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუმბა, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დიმიტრი დბარი მივიდნენ.
მედიის ინფორმაციით, როგორც ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ათონის მცხოვრებლებს გარანტია მისცა, რომ ობიექტი არ გასხვისდება და კერძო პირებს საკუთრებაში ან იჯარით არ გადაეცემათ.