ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შამბა დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს მოაწერა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს რამდენიმე წელი ინალ არძინბა იკავებდა. ის ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან 2024 წლის მაისში გაათავისუფლა.
გასული წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. როგორც მაშინ ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან განაცხადა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგი საჭიროა. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი პრაგმატულად აზროვნებს.




























