მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსული ჯარის გაყვანისას საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა - უკრაინის საელჩო

62346e2256809
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 15:41
1078
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსეთის მიერ ჯარების გაყვანის პროცესში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ რწმუნებულმა დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნო და აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ჯარები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან და შემადგენლობების შესავსებად ყველანაირ რესურსს იყენებენ.

„რუსულ ჯარს პრობლემები სამხედრო დანაყოფების შევსებასთან დაკავშირებით აქვთ და ისინი აღარ მალავენ, რომ საომარ მოქმედებებში ჩართულ დანაყოფებს წვევამდელები ჰყავთ, რასაც ადრე მალავენ. პირადი შემადგენლობის შესავსებად ისინი იყენებენ ყველა შესაძლებელ ძალას განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებსა და ტერორისტებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას იჩენს, ახლა ვიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ მტერი დამატებით ჯარების გაყვანას სხვადასხვა ქალაქებიდან სომხეთიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ახორციელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზებით ხორციელდება. აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა კასიანოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები