მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოლაფ შოლცსა და პუტინს შორის 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

6320dde8a3abc
ალა ისპირიანი
13.09.22 23:40
1182
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ შოლცმა Twitter-ზე დაწერა.

გერმანიის კანცლერი წერს, რომ მათ შორის საუბარი 90 წუთს გაგრძელდა და მან სატელეფონო საუბრისას პუტინს, მოლაპარაკებებისა და უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდა.

"რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს", - წერს ოლაფ შოლცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები