გერმანული მედიის ინფორმაციით, კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ტელეფონით ესაუბრა. ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაესაუბრა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა მედიასთან კომენტარზე უარი თქვა, თუმცა DW-ს დაუდასტურა, რომ ზარი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეხებოდა. გერმანული მედიის ცნობით, ზარის ხანგრძლივობა ერთი საათი იყო. შოლცის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.
სატელეფონო ზარი უკრაინისთვის კრიტიკულ პერიოდში შედგა. ქვეყანა ომიანი ზამთრისთვის უკვე მესამედ ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე შეტევები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააძლიერეს და იმაზე სწრაფად პროგრესირებენ, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ პერიოდში. აგვისტოს შემდეგ მოსკოვმა უკრაინის 1200 კმ-იანი ტერიტორია დაიკავა.